24 სექტემბერი 2026,   00:47
ვრცლად
"მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომი მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. როგორც მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსოფლიო ლიდერები ომის დასრულებაზე ღიად თანხმდებიან.

მან "სრულიად მართებული" უწოდა ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ ომი უნდა დასრულდეს.

"არ ვიცნობ მსოფლიოს არცერთ ლიდერს, რომელიც საპირისპიროს იტყოდა. არ ვიცნობ არავის, ვინც ღიად უჭერს მხარს ამ ომს - გარდა ერთი ადამიანისა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

დღის ამბები