18 ნოემბერი 2026,   13:25
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის მოთხოვნაში სიტყვასიტყვით წერია, რომ საქართველოს ყველა მოსამართლის, პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა - ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობა

"ჩვენ გვითხრეს ბოლო ანგარიშში, რომ საქართველოს ყველა მოსამართლის, პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს, ვციტირებ, გადამწყვეტი ხმა. სიტყვასიტყვით წერია ეს ბრიუსელის მოთხოვნაში საქართველოს მიმართ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობა", - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ვიდრე "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, ეს ანტიკონსტიტუციური და ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნა რეალობად არ იქცევა.

"ევროკომისიამ, ელჩის სახელით, გვითხრა ბოლო ანგარიშში, რომ საქართველოს ყველა მოსამართლის, პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს, ვციტირებ, გადამწყვეტი ხმა. სიტყვასიტყვით წერია ეს ბრიუსელის მოთხოვნაში საქართველოს მიმართ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობა. ჩვენ რისთვისაც ვიბრძოდით საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, არის ამისი აყრა ისევ. ჩვენი თავისუფლების შეზღუდვა, ჩვენი დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ეს არის ამისი არსი. უცხოელი ქვეყანას რომ დაგინიშნავს მოსამართლეს და მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლებს, რაღა დამოუკიდებლობაზე უნდა ვისაუბროთ, რა 3000-წლოვან ისტორიაზე და რა დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე და ილია ჭავჭავაძეზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც პირდაპირ დღეს გვეუბნება ბრიუსელი, რომ რომელიღაცა ესტონელს, არ ვიცი, ფრანგს თუ ბელგიელ ე.წ.-მა ექსპერტს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მოსამართლის დანიშვნაში. აი, ამას ითხოვს დღეს და მე ვთქვი კიდევაც და გავიმეორებ. მანამ, სანამ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, ეს ანტიკონსტიტუციური და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ იქცევა რეალურად. მაგრამ ვხედავთ მეორეს მხრივ, ოპოზიციას, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს, რომ ისინი არიან მარიონეტები, რომ მზად არიან, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დათმონ იმისთვის, რომ ვიღაცამ წითელი ხალიჩა დაუგოს და ბრიუსელში რომელიღაცა კაბინეტში შეხვდეს და ხელი ჩამოართვას. აი, ეს არის მათი მარიონეტული ხასიათი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები