24 სექტემბერი 2026,   01:50
ვრცლად
"ევროკავშირის მხრიდან საუბრის მზაობა გაჩნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ დაინახა ეს მზაობა და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდით" - ზვიად შალამბერიძე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და პოზიციების გაცნობის შემდეგ, მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დადებითად იცვლება. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"მაგალითს გეტყვით, რომელიც გვქონდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ევროკავშირის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის მხრიდან ნეგატიური განცხადებები იყო ჩვენ მიმართ, ახლა აღარ დავასახელებ... ჩვენ ვიზიტით ვიმყოფებოდით, ჩვენს კოლეგებს შევხვდით, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეს და ასე შემდეგ, და როდესაც პირადად გვქონდა მათთან ურთიერთობა და, პირადად გავაცანით ჩვენი პოზიციები, ის ფაქტები, რაც ხდებოდა, კანონპროექტები, რის გამოც მივიღეთ, რა და ასე შემდეგ, მაშინვე შეიცვალა სიტუაცია და მათ დამოკიდებულება ჩვენ მიმართ.

უახლოეს პერიოდში მათ ქვეყნიდანაც, ვინც ჩვენ გვიმასპინძლა, იმ ადამიანს ველოდებით ახლა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ისევე, როგორც ჩვენ ვნახეთ, დღევანდელ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა თავის კოლეგებს, პრემიერ-მინისტრმა მაღალ დონეზე შეხვედრები ჩაატარა და რეალურად, ასეთი პლატფორმები ყოველთვის შედეგს იძლევა. ყოველთვის საჭიროა საუბარი.

ნახეთ, ევროკავშირის მხრიდან, ასე ვთქვათ, ნაკლები მიმღებლობა ჰქონდათ ჩვენთან საუბრის, რადგან მათ არ აინტერესებდათ არც ფაქტები, არც ის კონკრეტული შემთხვევები, რაც ხდებოდა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძირითადად იმ აქციებზე იყო ლაპარაკი, რაც პარლამენტის წინ ხდებოდა და ადამიანთა უფლებების დარღვევებზე, მათ საერთოდ გაგონება არ უნდათ, გარდა იმისა, რაც ჰქონდათ თვითონ დაწერილი და ამ დაწერილს ერთი და იმავეს სხვადასხვა რეზოლუციაში ასახავდნენ, ასე... პირდაპირ დაკოპირებულს.

აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს მათ მხრიდან ეს მზაობა გაჩნდა და როგორც კი, ჩვენმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ეს მზაობა მათ მხრიდან არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდით," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები