უკრაინის პრეზიდენტი "აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას" - უკრაინაში რუსული ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ABC News-თვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული ეს განცხადება France 24-მა სტატიისთვის გამოიყენა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ "ეს დელიკატური საკითხია და ის რუსეთის პროდასავლური მეზობლის ტერიტორიაზე შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო". "ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ დავმშვიდდით, რადგან მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად... ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების", - აცხადებდა ზელენსკი.