27 ივნისი 2026,   21:54
ვრცლად
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გააკეთა, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია

"უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!" - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რითაც გიორგი გახარიას პასუხობს.

სამხარაძის თქმით, რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში, რადგან მისივე თქმით, ის უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია.

"გახარიას ჩვეულ სტილში კაპასობას მინდა ვუპასუხო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომ "მესიჯების" გაჟღერებას ავალებს ნორჩ გახარიელებს. თითქოს, პრემიერი რომ აღარ იქნები, მერე შენს წინააღმდეგ გუნდი განეწყობაო! ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ირაკლი კობახიძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ქვეყნის, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ და ეს პოსტი არანაკლებია პრემიერობისა. მისი გადადგომის მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ირაკლიმ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! გადადგომის შემდეგ ის, თავისი საქციელით, ადრეც, მაგრამ მაშინაც, პირადად ჩემთვის და ქართული ოცნების ჯარისკაცებისთვის, სამაგალითო გახდა. დარჩა, გახდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტიულ საქმიანობაშიც ბევრი საქმე გააკეთა! ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია!

უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, არც მიფიქრია, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და უეჭველი დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი! რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში! იმიტომ, რომ ირაკლი უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია! ერთგული კაცია და საამაყო ქართველი. ასე რომ, ვერ გაგახარებთ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, არც გქონდეთ იმედი! მოღალატეს ვექცევით ისე, როგორც იმსახურებს და ერთგულებს ბოლომდე მივყვებით", - წერს სამხარაძე.

დღის ამბები