საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილეს ულოცავს, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც პატრიარქი აღნიშნავს, საამაყო მოჭადრაკემ თავისი მოღვაწეობით ეპოქალური პიროვნების სახელი უკვე დაიმკვიდრა.
"არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ. სწორედ ასეთი გამორჩეული და საამაყო ადამიანი გახლავთ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი.
მისი სახელი დიდი ხანია გასცდა სპორტის ფარგლებს და ჩვენი ქვეყნის ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს. ქალბატონმა ნონამ არა მარტო ასახელა სამშობლო მსოფლიო ასპარეზზე, არამედ მრავალი თაობისთვის თავდაუზოგავი შრომის, ქვეყნის ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითად იქცა. მისი ღირსეული გამარჯვებები ხომ საქართველოს სახელთან სამუდამო და განუყოფლად არის დაკავშირებული.
გულითადად ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და მადლობას ვუხდით მისი ღვაწლისთვის, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომის, ნიჭისა და ერთგულების წყალობით ადამიანმა მთელი ერის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს.
უფალმა დალოცოს ქალბატონი ნონა და მისი ოჯახი, მომადლოს ჯანმრთელობა, მშვიდობა, სულიერი სიმხნევე და მრავალჟამიერი სიცოცხლე!" - აღნიშნაბს კათოლიკოს-პატრიარქი მისალოც წერილში.