ნიანგების ფერმის მფლობელს, კამბოჯაში, მისივე ნიანგები დაესხნენ თავს და დაანაწევრეს, ამის შესახებ BBC წერს. 72 წლის ლუან ნამი ცდილობდა, ჯოხით გაეწია ერთ-ერთი რეპტილია, როდესაც ნიანგმა მის ჯოხს პირი ჩაავლო და კაცი გალიაში შეითრია.
მსხვერპლი ნიანგების ფერმერების ადგილობრივი ასოციაციის პრეზიდენტი იყო.
2019 წელს, ამავე ტერიტორიასთან ახლოს, რეპტილიებმა 2 წლის ბავშვი იმსხვერპლეს.
ნიანგებს კამბოჯაში კვერცხის, ტყავისა და ხორცის მოსაპოვებლად ამრავლებენ.