ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყვანეს მამაკაცი ნანგრევებიდან.
ABCNEWS-ის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა, მიწისძვრის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევების ქვეშ 106 საათი გაატარა.
ცნობისთვის, ვენესუელაში, ერთმანეთის მიყოლებით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო მეორე 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-ს აღწევს.