საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისა და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ თანამშრომლობაზე. მათ შორის, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.