29 ივნისი 2026,   20:28
ვრცლად
სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში - ირაკლი კობახიძე

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრით დაიწყო.

„ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩემი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრით დაიწყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში“, - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები