ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების გადაწყვეტილებას - ამის შესახებ განცხადებას ჟოზეფ ბორელი ავრცელებს. "ეს არის ნაბიჯი, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს უკიდურესად საშიშ ესკალაციამდე" - ასე შეაფასა ორი ქვეყნის გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომელიც რუსეთს ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე ეკისრება და რომლის მიხედვითაც, ბელარუსმა ყველა ბირთვული იარაღის ლიკვიდირება მოახდინა საკუთარი ტერიტორიიდან. ბორელის თქმით, ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის თანამონაწილეა.