რუსეთში, ბელგოროდის ოლქში "რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" მებრძოლების მიერ ჩატარებულ ოპერაციაში უკრაინელები არ მონაწილეობდნენ. - ამის შესახებ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა.
ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმეს.
"ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა უკრაინისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება" - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა თემაზე ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
"ჩვენს ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება, მათ თანამედროვე იარაღსა და აღჭურვილობას მივაწვდით. ეს მოგზაურობა ფრონტზე პარტნიორებთან მრავალი შეხვედრისა და მოლაპარაკებების შემდეგ ბოლო კომპონენტი იყო, რომელიც ამ დღეებში და წინა კვირებში მიმდინარეობდა. ყველამ უნდა გაიგოს: ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და პრაქტიკულად ყველა ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის მიზანი უკრაინისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. ჩვენი მეომრებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.