ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით უნგრეთის გარდა, კითხვები სხვა ქვეყნებსაც აქვთ ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, საკითხზე პოლიტიკური დისკუსია გრძელდება და ელჩები ამ თემას კორეპერში განიხილავენ.
"აქ არ არის მხოლოდ უნგრეთის საკითხი. სანქციების ახალ პაკეტზე არის გარკვეული მოსაზრებები, რომელთა განხილვაც ბევრ ქვეყანას სურს. ელჩები საკითხს განიხილავენ, მაგრამ პოლიტიკური დისკუსია რა თქმა უნდა, იქნება ევროპის სამშვიდობო ფონდის ახალ ტრანშზე, სანქციების ახალი პაკეტის გვერდის ავლაზე და გზებზე თუ როგორ აისახება ის მესამე ქვეყნებზე,"- განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.