რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა შეაფასა მოლდოვის პეზიდენტმა მაია სანდუმ. როგორც მაია სანდუ ამბობს, რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით ის მოლდოვას სტრატეგიული პარტნიორი არ არის. ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს მოლდოველების სურვილის საწინააღმდეგოდ უკვე 30 წელია ჯარი ყავს განთავსებული მათ ტერიტორიაზე. სანდუს თქმით, მოლდოვა მზადაა ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც პატივს სცემენ მათი ქვეყნის სუვერენიტეტს და მოლდოველ ხალხს. ასევე მან ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"უპატივცემულობა ნამდვილად არ არის სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც რუსეთს, ჩვენი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ, 30 წელია ჯარი ჰყავს ჩვენს ტერიტორიაზე - ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ არის. როდესაც ხდება ჩვენი ექსპორტის ყველანაირი ბლოკადა, როდესაც გაზისთვის ძალიან მაღალ ფასს იხდი და ისინი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ამცირებენ გაზის მოწოდებას 60%-ით. ეს როგორი სტრატეგიული პარტნიორობაა?" - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.