29 ივნისი 2026,   02:34
ვრცლად
"ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატიური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ" - "დიდი შვიდეულის" ლიდერები

"დიდი შვიდეულის" ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი, რომელიც არღვევს საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტურ ნორმებს, წესებსა და პრინციპებს, წარმოადგენს საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატიური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, გავზარდოთ ხარჯები რუსეთისთვის და მისი ომის მხარდამჭერებისთვის, გავაგრძელოთ, დავუპირისპირდეთ ომის ნეგატიურ ზემოქმედებას დანარჩენ მსოფლიოზე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ადამიანებზე,"-აღნიშნულია "დიდი შვიდეულის" ლიდერების სამიტის კომუნიკეში.

დღის ამბები