ბუდაპეშტში, მმართველი პარტიის ოფისთან, მასწავლებლების მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მასწავლებლები და სტუდენტები ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ, რომლებიც მასწავლებლისთვის საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ცვლილებები მასწავლებლების სამუშაო პირობებზე ცუდად აისახება, ხოლო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ახალი კანონმდებლობით განათლების ხარისხი გაუმჯობესდება.