29 ივნისი 2026,   00:43
ვრცლად
ირანში ანტისამთავრობო აქციებში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ გასული წლის მასშტაბურ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯა. მათ ბრალი შეიარაღებულ თავდასხმაში ედებათ, რასაც უსაფრთხოების ძალების სამი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Amnesty International-ის ინფორმაციით, ისინი ციხეში აწამეს, ხოლო მათი სასამართლო პროცესის მიმდინარეობა უკანონოდ შეაფასეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაკავებულებს წამების შედეგად აღიარებითი ჩვენებების მიცემა აიძულეს.

სამივე მამაკაცი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, რომელიც მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

დღის ამბები