"დიდი შვიდეულის" ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ და უკრაინას ფინანსურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.
როგორც შვიდი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები გაფართოვდება, ასევე, შეზღუდვები დაუწესდება, რუსეთის ექსპორტს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ასაზრდოებს.
შეზღუდვები შეეხება სამრეწველო აღჭურვილობის, ინსტრუმენტებისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტს. ასევე, ახალი ზომები შეზღუდავს რუსეთის შემოსავალს ლითონითა და ბრილიანტით ვაჭრობიდან.
მათ ასევე რუსეთს მოუწოდეს სრულად გაიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.