"ევროპა ამაყობს" - ევროკომისია პრაიდის თვესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად:
"ევროპა ამაყობს. მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად.
ეს თვე მხოლოდ ზეიმი არ არის. ეს ასევე შეხსენებაა იმისა, რომ თანასწორობა, უსაფრთხოება და ღირსება დაცული უნდა იყოს.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისეთი ევროპისკენ, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს თავისუფლად, ღიად და დისკრიმინაციის შიშის გარეშე," - აღნიშნულია განცხადებაში.