30 ივნისი 2026,   00:07
ვრცლად
გიორგი პატარიძე: კლინიკა "ვივამედში", ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანენ. გიორგი პატარიძის თქმით, ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის.

„ქალბატონ მაკა იოსელიანსა და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედი", რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულება და, შესაბამისად, უკვე კლინიკა "ვივამედში" ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში, მსჯავრდებული გადავა კლინიკა "ვივამედში", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

დღის ამბები