ძლიერი ციკლონი ბანგლადეშსა და მიანმარში - სტიქიას მეხუთე კატეგორიის ხარისხი მიენიჭა. ციკლონმა ძლიერი წვიმები და 195 კმ/სთ სიჩქარის ქარი გამოიწვია. ევაკუირებულია 500 ათასამდე ადამიანი. დაკეტილია აეროპორტები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ციკლონი შეიძლება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია გახდეს ბანგლადეშისთვის. არსებობს რისკები, რომ ციკლონი იმ ზონას დააზარალებს, სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ და მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.