ავსტრალიაში 46 წლის მამაკაცს ეძებენ, რომელსაც სერფინგის დროს ზვიგენი თავს დაესხა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა.
საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია პოლიცია, გადაუდებელი სამსახური და ადგილობრივი თემი. პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცი დაღუპულია.