პეკინი ბრიუსელის მთავარ პარტნიორად რჩება, თუმცა შესაძლებლობა დაკარგა, შუამავალი იყოს რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია პრორუსული ორიენტაციის გამომჟღავნებაა. მანამდე ბორელი აცხადებდა, რომ ჩინეთის პოზიცია და ქმედებები უკრაინის მიმართ, პეკინსა და ევროპას შორის შემდგომი ურთიერთობების განსაზღვრის წინაპირობა იქნებოდა.