ღაზას სექტორში ღამით კიდევ რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. ისრაელის ანტისარაკეტო სისტემები პალესტინელი სამხედროების მიერ გაშვებული რაკეტების განეიტრალებას ცდილობდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ღაზაში ისლამური ჯიჰადის 5 სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა. შეტევებს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. არის ათობით დაშავებული. ეგვიპტის შუამავლობის ძალისხმევის მიუხედავად, მხარეები კონფლიქტის შესაჩერებლად მზაობას არ გამოხატავს.