ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში აცხადებს.
"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს.
თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება,- ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წერილობით კომენტარში.