"თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა ომის დასასრულებლად" - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა. ტრამპმა თავი შეიკავა და რუსეთის პრეზიდენტი ომის დამნაშავედ არ მოიხსენია.
ექსპრეზიდენტის თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი შეცდომა დაუშვა. მისივე განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი თავად რომ ყოფილიყო, ომს ერთ დღე-ღამეში დაასრულებდა.