პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი, დედაქალაქ ისლამაბადში სასამართლოში გამოსვლისას დააკავეს. 70 წლის მამაკაცი ქვეყნის ანტიკორუფციული ორგანოს, ეროვნული ანგარიშვალდებულების ბიუროს აგენტებმა დააკავეს.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს ხანი ხელისუფლებას ჩამოშორდა, ათობით ბრალდება წაუყენეს, მათ შორის კორუფციისთვის, პრემიერი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. იმრან ხანის სპიკერის რაოფ ჰასანის განცხადებით ყოფილი პრემიერი სასამართლო დარბაზში მოსმენის დაწყებამდე დააკავეს, რაც მისი თქმით კანონის უკიდურესი დარღვევაა. ამ დრომდე უცნობია თუ სად გადაიყვანეს ხანი დაკავების შემდეგ.