ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი ფიქრობს, რომ შესაძლოა, უკრაინაში არსებული კრიზისი, გარდამტეხ მომენტს მიუახლოვდეს. მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესში ჩინეთის როლს.
„ახლა, როცა ჩინეთი შევიდა მოლაპარაკებებში, ვფიქრობ, წლის ბოლომდე საქმე დასრულდება. „ჩვენ ვისაუბრებთ მოლაპარაკების პროცესებზე და რეალურ მოლაპარაკებებზეც კი“, - აღნიშნა კისინჯერმა CBSnews-სთან ინტერვიუში.