29 ივნისი 2026,   02:34
ვრცლად
ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე აქტიური ვულკანი "ფუეგო" ამოიფრქვა

ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე აქტიური ვულკანი "ფუეგო" ამოიფრქვა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან 1 054 ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ცნობილია გვატემალას ხელისუფლებამ ვულკანის მახლობლად მცხოვრები 5 თემი დროებით თავშესაფარში გადაიყვანა.

კატასტროფის სააგენტოს ინფორმაციით, ვულკანის იმ ზონაში, სადაც ფერფლი ვრცელდება, 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს. როგორც ცნობილია, 13 თავშესაფარი გაიხსნა, რომელსაც 7 600 ადამიანის მიღება შეუძლია.

დღის ამბები