29 ივნისი 2026,   00:36
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც ტეხასის შტატში ხუთი მეზობელი მოკლა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც ტეხასის შტატში ხუთი მეზობელი მოკლა, დაკავებულია. 38 წლის ფრანცისკო ოროპესამ სროლა გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაიწყო. მოქალაქეებმა მას გაჩერება სთხოვეს, რასაც დამნაშავის გაღიზიანება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ, მამაკაცმა ხუთი მეზობელი მოკლა, მათ შორისაა 9 წლის ბიჭიც.

ბრალდებული, ძებნის შედეგად, პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავა. პოლიციის ცნობით, ის ერთ-ერთ შენობაში, კარადაში იმალებოდა. პოლიცია ამ დრომდე არკვევს, ეხმარებოდა თუ არა ვინმე ეჭვმიტანილს მიმალვაში.

 

დღის ამბები