29 ივნისი 2026,   01:47
ვრცლად
ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატი ნიკოლაი დერევიანკო მეუღლესთან ერთად დააკავეს

ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატი მეუღლესთან ერთად დააკავეს. გამოძიება ნიკოლაი დერევიანკოსა და მის ცოლს, რომელიც პოლიტიკოს, ალექსეი გონჩარენკოს ნათესავია, პირადი სარგებლის მისაღებად დოკუმენტების გაყალბებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს.

გამოძიების ინფომრაციით, არსებობდა სპეციალური სქემა, რომლის მიხედვითაც საკურორტო ზონაში არსებული მიწისა და ნაგებობების უკანონო მითვისება ხდებოდა. პროკურატურის მონაცემებით, ბოლო 5 წლის მანძილზე მიტაცებულია 80-მდე მიწის ნაკვეთი, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფოს 650 ათას დოლარზე მეტი ზარალი მიადგა.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ალექსი გონჩარენკო. პოლიტიკოსი თვლის, რომ მომხდარი უშუალოდ მის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ამის მიზეზად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის კრიტიკასა და სხვა კონკრეტულ ინიციატივებს ასახელებს.

დღის ამბები