მსხვერპლი მოჰყვა დნიპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ პავლოგადზე ღამით ოკუპანტების სარაკეტო იერიშს - დაღუპულია 2 და დაშავდა 40 ადამიანი. დაზიანებულია ათობით შენობა, მათ შორის, სახლები, სკოლები და ბაღები.
რუსული ძალები, ასევე, თავს დაესხნენ სუმის ოლქის 4 დასახლებას; ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონის ოლქიც; იერიში მიიტანეს, ასევე, ხარკოვზე.
ამავე დროს, თეთრმა სახლმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, დამატებით იარაღთან ერთად ვაშინგტონი მზად არის კიევს არმიის საბრძოლოდ მომზადებაშიც დაეხმაროს.