ტეხასში სროლის დროს 5 ადამიანი დაიღუპა - გარდაცვლილებს შორის 8 წლის ბავშვია. ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, თუმცა მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. სამართალდამცველები 38 წლის მამაკაცს ეძებენ. პოლიციის ცნობით, ის შეიარაღებული და საშიშია. მიმდინარეობს გამოძიება.