დედაქალაქის საკრებულოში იეზიდი მხატვრის ბასე ჯაფაროვას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე მხატვრის ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი თბილისის თემატიკაზე. გამოფენა ქურთული ასოციაცია "რონაის" ინიციატივით და საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა, მას ესწრებოდნენ გარდაცვლილი მხატვრის ოჯახის წევრები.