30 სექტემბერი 2026,   20:29
ვრცლად
"მინდა, რომ ჯილდო ჩემი სამი მოთამაშიდან ერთ-ერთმა მოიგოს" - პსჟ-ის პრეზიდენტმა "ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატებად, კვარაცხელია დემბელე და რუისი დაასახელა

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ სურს წლევანდელი "ოქროს ბურთი" მისი გუნდის ერთ-ერთმა მოთამაშემ მოიპოვოს.

როგორც Daily Post Marca-ზე დაყრდნობით წერს, ალ-ხელაიფიმ სამი ფეხბურთელი: უსმან დემბელე, ფაბიან რუისი და ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

"რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჯილდო ჩემი სამი მოთამაშიდან ერთ-ერთმა მოიგოს: დემბელემ, კვარაცხელიამ ან ფაბიან რუისმა, რომელიც, ასევე, იმსახურებს ამას," - აღნიშნა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

პსჟ-ის ტრიო: დემბელე, რუისი და კვარაცხელია - ჯილდოსზე ნომინირებულ 30 ფეხბურთელს შორის იმყოფება.

განსახილველი წლის განმავლობაში, "ლიგა 1-ის" გიგანტებმა შიდა ჩემპიონატი მოიგეს და "ჩემპიონთა ლიგის" თასიც ზედიზედ მეორედ აღმართეს.

დღის ამბები