19 ნოემბერი 2026,   00:41
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: ვერავის დააშინებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება

ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, საზოგადოება მუქარას ძალიან შეურაცხმყოფლად იღებს.

"ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება. დღევანდელი ელიტა გვეუბნება, რომ შენ თუ გინდა იყო ჩვენთან, შენ უნდა იყო ჩვენი ყურმოჭრილი მონა; რასაც ჩვენ გეტყვით, ის უნდა აკეთოთ და ამაზე უნდა მომიწერო ხელი; თუ არ მომიწერ ამაზე ხელს, გვემუქრება, რომ ვიზას გაგიჩერებ. დამერწმუნეთ, საზოგადოება ამ მუქარას ძალიან შეურაცხმყოფლად იღებს. ერთხელ და საბოლოოდ, ეს უნდა გაისიგრძეგანონ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც არის. ვერავის დააშინებენ. ბევრი მუქარა ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბევრი არჩევნები გამოვიარეთ ამ მუქარის და ზეწოლის ფონზე, მაგრამ ვნახეთ, რა შედეგები დაიდო ამ არჩევნებზე ამ მუქარის, ამ უტიფრობის ფონზე", - განაცხადა კირცხალიამ "იმედის" ეთერში.

დღის ამბები