29 სექტემბერი 2026,   20:50
ვრცლად
ის წიაღსვლები, რაც ირანის ელჩს გააჩნია, არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში - ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ასე პასუხობენ ირანის ელჩს "ქართულ ოცნებაში".

ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა და რომ ეს ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა. დიპლომატმა ქეთევან დედოფალზე თავისი გამოკვლევისა და მიგნებების გამოქვეყნება დააანონსა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ის წიაღსვლები, რაც ირანის ელჩს გააჩნია, არარელევანტურია და დიპლომატიურ საქმიანობაში არ შედის.

"ჩვენ არავის შერჩევით არ ვუდგებით, ყველას ვუდგებით ობიექტურად და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების ადეკვატური პასუხი გვექნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩთან დაკავშირებით, გეტყვით ჩემ პოზიციას და მოგახსენებთ, რომ კეთილი უნდა ინებოს ელჩმა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მითუმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები