პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებს.
პარლამენტი ასევე განიხილავს "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს.
საკანონმდებლო ინიციატივებს შორისაა - "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონის პროექტი.
კომიტეტებს განსახილველად ასევე გადაეცათ: "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, "ზოგადი განათლების შესახებ" და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტები.
სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.
ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.