სახალხო დამცველის აპარატმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება წარუდგინა.
ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.
"გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სარჩელის განხილვა სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარედგინა "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება" - აღნიშნულია ინფორმაციაში.