30 სექტემბერი 2026,   00:20
ვრცლად
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას "ენერგი-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, მისაქციელი, ფრეზეთი, ახალდაბა, ერედა, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები