18 ნოემბერი 2026,   01:20
ვრცლად
სად შეიზღუდება ელექტროენერგია 18 ნოემბერს - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

ქსელში გადართვების გამო, 18 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის(ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, გიორგი ავალიშვილის, ბარბარე ბაირამაშვილის, მიხეილ ვაშაკიძის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები