საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პარიზი ჩინეთთან სავაჭრო ომში შესვლას არ აპირებს. როგორც მაკრონი აღნიშნავს, მიდგომა სტრატეგიული ჩართულობის შენარჩუნებასა და ეკონომიკური და ტექნოლოგიური ინტერესების დაცვას გულისხმობს.
"საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთთან ურთიერთობაზე:
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩინეთთან სავაჭრო ომში უნდა შევიდეთ ან ყველაფერი გავწყვიტოთ. ამას აზრი არ ექნება.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იქ ჯერ კიდევ გვყავს ეკონომიკური მოთამაშეები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, და მეორეც, არსებობს ტექნოლოგიური ინოვაციებიც, რომლებიც გვჭირდება.
ამიტომ ჩვენი მიდგომაა - შევინარჩუნოთ სტრატეგიული ჩართულობა და ამავდროულად დავიცვათ თავი, თან ვაღიაროთ ამ დაცვის აუცილებლობა," - აცხადებს მაკრონი.