30 სექტემბერი 2026,   22:12
ვრცლად
ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება "შერატონ ბათუმში’’ რამდენიმე საათში დაიწყება. მასში 70-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, 2000-ზე მეტი ვაკანსიიდან სასურველი შეარჩიონ. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ინიციატივით ტარდება. წელს პირველად, კომპანიების გარდა, საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებიც გააცნობენ.

აჭარის შემდეგ, დასაქმების ფორუმი მაისში სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

დღის ამბები