რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაცია Telegram არხით გავრცელდა. დარტყმა ერთ-ერთ დასახლებულ ქუჩაზე მოხდა, რომლის შედეგადაც, დიდი ღრმული წარმოიქმნა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და მიმდებარე შენობებში ჩამსხვრეულია მინები, არიან დაშავებულები, ბინებში აღმოჩენილია ჭურვის ფრაგმენტებიც. საფრთხის გათვალისწინებით ახლო მდებარე საცხოვრებლებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
აფეთქების მიზეზი, რუსეთის საჰაერო ძალების "სუ-34" გამანადგურებელ-ბომბდამშენის ფრენისას, საავიაციო საბრძოლო მასალის ჩამოვარდნა გახდა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.