ინდოეთში, მზის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო, 20-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. შემთხვევა, მაჰარაშთრას შტატში მოხდა, სადაც დაჯილდოების ცერემონიალი იმართებოდა.
ფესტივალზე მისული ადგილობრივები რამდენიმე საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ჰაერის ტემპერატურა, +40 გრადუსს აღემატებოდა.