გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განაცხადებით, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა ვლადიმერ პუტინი უნდა დაარწმუნონ, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და რომ "დიდი შვიდეული" ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში.
ბერბოკის თქმით, "დიდმა შვიდეულმა" რუსეთის აგრესიას რამდენიმე ბარიერი დაუპირისპირა, ზამთარში უკრაინელი ხალხის დახმარება, ანტირუსული სანქციები და ნავთობის ფასების ლიმიტი. გერმანელი დიპლომატის თქმით, ევროპის მხარდაჭერით უკრაინა წინ აღუდგა რუსეთის ენერგეტიკულ ომსა და ზამთრის შეტევას.
"ახლა საუბარია იმაზე, რომ ვაჩვენოთ პუტინს ჩვენი სიმტკიცე, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ჩვენ, "დიდი შვიდეული", ძლიერები ვართ, რადგან ზუსტად ვიცით რას ვიცავთ: საერთაშორისო წესრიგს, რომელშიც კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართალს უპირატესობა გააჩნია, ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია არა დამოკიდებულებაზე, არამედ სამართლიანობასა და კონკურენციის ზოგად წესებზე", - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.