30 ივნისი 2026,   00:23
ვრცლად
"იქნება მეტი იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მეტი ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე და მეტი შესაძლებლობა სამართლიანობის აღსადგენად" - ზელენსკი

ომის 360-ე დღე უკრაინაში. უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

იერიში განხორციელდა რუსული ჯარების სამ ბაზასა და საზენიტო სარაკეტო სისტემებზე. მიუხედავად ამისა, რუსი სამხედროები თავდასხმებს არ წყვეტენ. დაიბომბა სუმის ოლქის 7 დასახლება, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები. 6 სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ნიდერლანდების პრემიერთან. იქნება მეტი იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მეტი ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე და მეტი შესაძლებლობა სამართლიანობის აღსადგენად. ვმუშაობთ რუსეთის დასასჯელად ამ აგრესიისა და ზარალის კომპენსაციისთვის. უკვე არსებობს კონკრეტული გამოსავალი - ჰააგაში განთავსდეს ზიანის აღმრიცხველი ბაზა. ეს არის მომავალი კომპენსაციის მექანიზმის პირველი მნიშვნელოვანი ელემენტი. რუსეთი იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მან გააკეთა უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის მთავარი გზავნილი აშკარაა: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წელს რუსული აგრესია ჩამოიშალოს. ეს შესაძლებელია, თუ უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღს. უკრაინისთვის უკვე შეიქმნა სატანკო კოალიცია, მოხსნილია ტაბუ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე, არის წარმატებები ჩვენი არტილერიის გაძლიერებაში და მსოფლიომ გაიგო, რამდენად აუცილებელია საავიაციო კოალიციის შექმნა, გლობალური უსაფრთხოებისთვის," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები