29 ივნისი 2026,   21:18
ვრცლად
პანამაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე 39 მიგრანტი დაიღუპა

პანამაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე 39 მიგრანტი დაიღუპა - ავტობუსში, რომელიც კოლუმბიიდან კოსტა რიკას მიმართულებით, თავშესაფრისკენ მიდიოდა, სულ 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავტოსაგზაო შემთხვევა დარიენის ყურეში, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მონაკვეთზე მოხდა. რისკის მიუხედავად ამ გზას ძირითადად ვენესუელელი მიგრანტები ხშირად იყენებენ.

მომხდარს პანამის ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელი მიგრაციული ტრაგედია უწოდა.

დღის ამბები