07 თებერვალი 2023,   16:28
ვრცლად
ყინვების მატებასთან ერთად,უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზირებული ნაწილები ფართომასშტაბიან კომბინირებულ შეტევაზე გადავიდნენ - ომის 283-ე დღე

უკრაინაში ომის 283-ე დღეა. ლუგანსკის ჩრდილოეთით, სვატოვო-კრემენნაია-ლისიჩანსკის ხაზზე, ყინვების მატებასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზირებული ნაწილები ფართომასშტაბიან კომბინირებულ შეტევაზე გადავიდნენ.

ხერსონის ოლქში უკრაინის ხელისუფლება იმ უკრაინელების ევაკუაციას გეგმავს, რომლებიც მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სააგარაკო დასახლებაში იმყოფებიან და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრეს. რუსული აგრესიის პარალელურად კი ევროპა უკრაინის დახმარებას განაგრძობს. შეთანხმება მიღწეულია - ევროპა რუსეთს ენერგო რესურსებში კიდევ უფრო ნაკლებს გადაუხდის. ამ შეთანხმებით ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასი 60 დოლარი ეღირება.

ამასთან,ევროკომისიის პრეზიდენტი რუსული ნავთობის საფასურზე ზღვარის დაწესების მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ აღნიშნული სარგებელს მოუტანს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს.

"რუსული ნავთობის საფასურზე ზღვარის დაწესებას სამი მიზანი აქვს: 1. ის აძლიერებს ჩვენი სანქციების ეფექტს. 2. შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს და 3. დაასტაბილურებს გლობალურ ენერგო - ბაზარს, რადგან გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის რუსული ნავთობის ნაწილის მესამე ქვეყნებში გაყიდვასა და ტრანსპორტირებას,  ევროკავშირის ოპერატორების გავლით. ასე რომ, ეს ზღვარი პირდაპირ სარგებელს მოუტანს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს და ამავდროულად შესაძლებლობას გვიტოვებს დროდადრო მოვარგოთ იმ რეალობას, რომელიც ბაზარზე გაჩნდება,"-აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

დღის ამბები