03 ივლისი 2026,   02:03
ვრცლად
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

ადმინისტრაციული ზედამხედველობის მიერ სანაპირო ზოლის მიმდებარედ, საფეხმავლო ბილიკზე მოქალაქეების მიერ თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლების ალაგება მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

უნებართვო კომერციული საქმიანობა ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმას ითვალისწინებს.

მუნიციპალური ინსპექციის, ოპერატიული რეაგირების ჯგუფები, გარევაჭრობაზე მონიტორინგს სხვა ცენტრალურ ქუჩებზე ეტაპობრივად უზრუნველყოფს.

დღის ამბები